ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში წამლობის დაწყებაზე შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება
ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში წამლობის დაწყებაზე შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში ფუტკრის მოვლისა და დაცვის საკითხები განიხილეს აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მეფუტკრე ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეფუტკრეებთან, რათა კოორდინირებულად დაიგეგმოს შეწამვლითი სამუშაოების ვადები და ფუტკრის დაცვითი ღონისძიებები. აღინიშნა, რომ მეფუტკრე ფერმერებთან თანამშრომლობით შეტყობინებების სისტემა დაიხვეწება. მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება;  შემუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გააგრძელებენ აქტიურ საკონსულტაციო სამუშაოებს მეფუტკრეებთან.

დატოვე კომენტარი