აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებას თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილავენ
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებას თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილავენ

თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე აზიურ ფაროსანათან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მეცნიერებსა და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებს აცნობენ.

კონფერენცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება და ხელისუფლების, სამეცნიერო წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. სპეციალისტები მავნებლის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებსა და მეთოდებზე მსჯელობენ.

დასავლეთ საქართველოში, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში 2018 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში 790 000 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა.

მავნებელთან ბრძოლის 2019 წლის პროგრამა მსოფლიოსა და ქართველი წამყვანი მეცნიერების რეკომენდაციებს, ასევე 2017-2018 წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება. პროგრამის მიზანია ფაროსანას რაოდენობის შემცირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა.