სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა. სამინისტროს ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართული იყო 250-მდე სპეციალიზებული ტექნიკა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა დასავლეთ საქართველოს (სამეგრელო, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა) 37 მუნიციპალიტეტში 325 700 ჰექტრამდე ფართობი დაამუშავა, მათ შორის თერმული ნისლით – 231 000 ჰა, ცივი შესხურებით – 48 900 ჰა სიმინდის მასივი, 45 800 ჰა – სოფლისა და ტყის პერიმეტრი“, – აცხადებენ სამინისტროში.