აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ტერტერის რაიონის საარტილერიო დაბომბვას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
აზერბაიჯანის ტერტერის რაიონის საარტილერიო დაბომბვას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბაქოში აცხადებენ, რომ სარაკეტო იერიშებს 26 და 36 წლის მოქალაქები ემსხვერპლნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის, სოფელ ჯამილილში ჭურვები საცხოვრებელ სახლებს დაეცა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შუადღის 17:00 საათისთვის სომხეთის არმიამ გერანბოის და ტერტერის რაიონების წინააღმდეგ სარაკეტო და საარტილერიო იერიშები განახორციელა.