აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგებზე ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგებზე ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგებზე ვრცელებს ინფორმაციას.

ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული მედია სომხეთის არმიისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო შენაერთების პოზიციების დაბომბვის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.

პარალელურად, აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სომხეთის არმიის ქვედანაყოფები აზერბაიჯანის ტერტერისა და აღდამის რაიონებს ბომბავენ.

ბაქოში აცხადებენ, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდება.