აზერბაიჯანის მთავრობა სომხეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ განჯაში მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება
აზერბაიჯანის მთავრობა სომხეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ განჯაში მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება.
მანამდე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი გაანადგურეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, ზაქირ ჰასანოვის განცხადებით, სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბომბვას პროვოკაციული ხასიათი აქვს და საომარი მოქმედებების ზონას აფართოებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, ხიკმეთ ჰაჯიევი ამბობს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად ქვეყანა უფლებას იტოვებს, ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ადეკვატური ზომები მიიღოს.