ავტომრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ „ფორმულა რენო-2019“-ის აზიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა
ქართველმა ავტომრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ „ფორმულა რენო-2019“-ის აზიის ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ რბოლაზე მეორე ადგილი მოიპოვა. დაძაბული შეჯიბრის შედეგად, მან ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა, პირველი ადგილი კი მისი გუნდის Blackarts Racing-ის წევრმა ჯოი ალდერსმა დაიკავა. მას ქართველი პილოტი 0,6 მეათედი წამით ჩამორჩა. მესამე ადგილის მფლობელი გუნდ ART-ის წევრი ბრუნო ქარნეირო გახდა. მეორე ეტაპის საბოლოო გამარჯვებული ხვალ დაგეგმილი შეჯიბრის შემდეგ გახდება ცნობილი. ტურნირი ჩინეთში ჟუჰაის საერთაშორისო ტრეკზე იმართება და მასში როგორც აზიელი, ასევე ევროპელი პილოტები ასპარეზობენ.
ქართველმა სპორტსმენმა სანდრო თავართქილაძემ „ფორმულა რენო-2019“-ის პირველი ეტაპის ფინალში გამარჯვება იზეიმა და პირველი ადგილი დაიკავა. აზიის ჩემპიონატი ექვსი ეტაპისგან და 12 რაუნდისგან შედგება. შეჯიბრი ეტაპობრივად ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში და მალაიზიაში ჩატარდება. საბოლოო გამარჯვებული 29 სექტემბერს ქალაქ სეპანგიში გამოვლინდება.
ქართველი პილოტი აზიის საუკეთესო გუნდთან Blackarts Racing-თან ერთად ასპარეზობს. 19 წლის სანდრო თავართქილაძე „ფორმულა ალფას“ კლასში საქართველოს სამგზის ჩემპიონია. ქართველი მრბოლელის გამოსვლას აფინანსებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შსს სპორტული კლუბი „მია-ფორსი“, თბილისის მერია და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია.