სანდრო თავართქილაძის საპრიზო ადგილი მალაიზიაში | ავტოსპორტი
სანდრო თავართქილაძის საპრიზო ადგილი მალაიზიაში | ავტოსპორტი

ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატი მალაიზიაში, სეპანგის ავტოდრომზე, დღეს განახდა. შეჯიბრების მე-4 ეტაპის პირველი რბოლა უკვე დასრულდა და ქართველმა სპორტსმენმა სანდრო თავართქილაძემ მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სანდრო თავართქილაძე ამ დრომდე ყველა გამართულ ეტაპზე საპრიზო ადგილებზე ასრულებს რბოლას. დღეს სანდრო კიდევ ერთ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.

სანდრო თავართქილაძე ქართველი ახალგაზრდა ავტომრბოლელია, რომელიც წარმატებულად ასპარეზობს “რენო 2019” -ის ჩემპიონატზე. მან ყველა ჩატარებულ ეტაპზე საპრიზო ადგილები მოიპოვა , პირველი ეტაპი კი გამარჯვებით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის სანდრო თავართქილაძე ფორმულა ალფას კლასში საქართველოს სამგზის ჩემპიონია. ქართველი პილოტი აზიის საუკეთესო გუნდთან, „ბლექარტს რეისინგთან ერთად“ ასპარეზობს. ჩემპიონატის შემაჯამებელი და ფინალური ეტაპები 6, 7 და 8 დეკემბერს ჩინეთში შედეგება.