ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ ვარშავის მიმართულებით ფრენას 13 ივლისს შეასრულებს.
ვარშავადან გამოფრენა 14:45 საათზე მოხდება (ადგილობრივი დროით).
ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com.
მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს.
ამასთან, კომპანია მგზავრებს სთხოვს გაითვალისწინოს, რომ ავიაბილეთები სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მგზავრებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, თბილისი-ვარშავას რეისით ისარგებლონ, წერილობით უნდა მიმართონ ავიაკომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებს შემდეგ მისამართზე: [email protected].
„საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინსი“ ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.