ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, თბილისი-ბარსელონა-თბილისის სარეპატრიაციო რეისს ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ფრენა 15 ივლისს გახორციელდება.

„თბილისი-ბარსელონა – გაფრენა 11:55 საათი; ჩაფრენა 15:00; ბარსელობა-თბილისი – გამოფრენა 16:00; მოფრენა 22:25; ავიაბილეთების რეალიზება დღის განმავლობაში დაიწყება.ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mywayairlines.com.

მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს.გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინსი“ ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.