ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

12:25, 09.07.2020

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ ვარშავის მიმართულებით ფრენას 13 ივლისს შეასრულებს.

ვარშავადან გამოფრენა 14:45 საათზე მოხდება (ადგილობრივი დროით).

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com.

მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს.

ამასთან, კომპანია მგზავრებს სთხოვს გაითვალისწინოს, რომ ავიაბილეთები სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მგზავრებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, თბილისი-ვარშავას რეისით ისარგებლონ, წერილობით უნდა მიმართონ ავიაკომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებს შემდეგ მისამართზე: [email protected].

„საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინსი“ ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი