ბარსელონადან სამშობლოში სპეცრეისით დღეს საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება
ბარსელონადან სამშობლოში სპეცრეისით დღეს საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეისით, სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით დღის 11:55 საათზე გაფრინდება. ფრენას, ქართული ავიაკომპანია „ბოინგ 737-800“ ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს.

ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 22:25 საათზე დაბრუნდება.

საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 17 ივლისს რომის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.