ავღანეთის ხოსტის პროვინციაში, ერთ-ერთ სასტუმროში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
ავღანეთის ხოსტის პროვინციაში, ერთ-ერთ სასტუმროში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლთა შორის არიან პაკისტანელები. ხოსტი პაკისტანის საზღვართან მდებარე პროვინციაა.
აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია.
მას შემდეგ, რაც ავღანეთი საერთაშორისო კოალიციამ 2021 წელს დატოვა და ქვეყანა „თალიბანის“ მმართველობის ქვეშ გადავიდა, ისლამისტების თავდასხმებს ავღანეთში ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.