აშშ-ის სპეცპროკურორი ჯარედ კუშნერის ისრაელთან კონტაქტებით დაინტერესდა
აშშ-ის სპეცპროკურორი რობერტ მიულერი, პრეზიდენტის სიძისა და მრჩევლის, ჯარედ კუშნერის სხვა სახელმწიფოთა ლიდერებთან კონტაქტებს გამოიძიებს, რომელიც მან არჩევნების შემდგომ, გარდამავალ პერიოდში დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal ავრცელებს.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გამომძიებლებს აინტერესებს პრეზიდენტის გარემოცვის მიერ, ისრაელელ მაღალჩინოსნებთან 2016 წლის დეკემბერში წარმოებული კონსულტაციები. ამავე პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელისგან პალესტინის ტერიტორიაზე ახალი დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვდა. ამ დოკუმენტს უშიშროების საბჭოს 15-დან 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი, კენჭისყრისგან თავი აშშ-მა შეიკავა. მაშინ დონალდ ტრამპი ბარაქ ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებდა, არ დაეშვათ ამ რეზოლუციის მიღება.