„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპმა 2018 წლის მაისში სიძისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის განკარგულება გასცა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპმა 2018 წლის მაისში სიძისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის მაისში სიძისთვის, ჯარედ კუშნერისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დონალდ ტრამპის აღნიშნულმა განკარგულებამ ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამშრომლები შეაშფოთა. თეთრი სახლის მაშინდელმა კონსულტანტმა დონალდ მაკგანმა სამსახურეობრივი ჩანაწერი მოამზადა, რომელშიც აღნიშნა, რომ კუშნერისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მინიჭების რეკომენდაცია არ გაუცია და რომ ამის წინააღმდეგ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლებიც იყვნენ. თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაშინდელმა უფროსმა ჯონ კელიმ ასევე მოამზადა ოფიციალური ჩანაწერი, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას კუშნერისთვის ინფორმაციაზე წვდომის მინიჭება უბრძანა.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ მანამდე ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სიძის მიერ საიდუმლო ინფორმაციისადმი წვდომის მოპოვებაში როლი არ მიუძღვის. ანალოგიურს აცხადებდა კუშნერის ადვოკატიც.
თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდრესი  აცხადებს, რომ ადმინისტრაცია  საიდუმლო ინფორმაციისადმი წვდომასთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებს.