აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯარედ კუშნერი საუდის არაბეთს და ყატარს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯარედ კუშნერი საუდის არაბეთს და ყატარს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯარედ კუშნერი საუდის არაბეთს და ყატარს ესტუმრება.

„როიტერის“ ინფორმაციით, კუშნერი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს და ყატარის ემირს შეხვდება.

დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი და მისი გუნდი შეეცდებიან, ახლო აღმოსავლეთის კიდევ ორი არაბული სახელმწიფოს და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყონ ხელი.

მიმდინარე წლის აგვისტოს შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შუამდგომლობით ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და სუდანმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებები გააფორმეს.