აშშ ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს და სიეტლში საკონსულოს ხურავს
ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს და სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულოს ხურავს, – ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.
„ეს არის სოლიდარობა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიმართ, რომელიც ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთს ღიად ადანაშაულებს“,- აცხადებენ თეთრ სახლში.
რუს დიპლომატებს აძევებს პოლონეთიც. 66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს. 66 წლის სერგეი სკრიპალმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი 2010 წელს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს მიიღო.