Guardian-ი - დიდი ბრიტანეთის ვიზასთან დაკავშირებით, 700-ზე მეტ რუს ბიზნესმენს პრობლემები შეექმნება
Guardian-ი - დიდი ბრიტანეთის ვიზასთან დაკავშირებით, 700-ზე მეტ რუს ბიზნესმენს პრობლემები შეექმნება

დიდი ბრიტანეთის ვიზასთან დაკავშირებით, 700-ზე მეტ რუს ბიზნესმენს პრობლემები შეექმნება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Guardian-ი ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ლონდონი „ინვესტირების ვიზის“ მფლობელებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას აპირებს, ეს კი რუსი ორმაგი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმესთან არის დაკავშირებული.

როგორც სამინისტროში ამბობენ, ლონდონი რუსეთის გავლენის შემცირებას აპირებს. ამის გამო, იგეგმება მსხვილ ინვესტორებზე გაცემული 3000 ვიზის გადახედვა, რომლებიც 2008 წლიდან დღემდე გასცეს. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელსაც ლონდონი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფარგლებში მიღებული კანონმდებლობის ფარგლებში გადადგამს. რეგულაციები ავალდებულებს ინვესტირებს შემოსავლების წარმომავლობა განმარტონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბრიტანელმა დეპუტატებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივონ, ხოლო კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქებისთვის პირიქით, გაამკაცრონ ვიზების გაცემა.

ლონდონი ამტკიცებს, რომ სკრიპალები რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა მოწამლეს, რასაც მოსკოვში უარყოფენ.

დატოვე კომენტარი