​სკრიპალის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი შევიდა
​სკრიპალის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი შევიდა

აშშ-ის კონგრესში სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე კანონპროექტი წარადგინეს.

კანონპროექტის ავტორები დემოკრატიული პარტიის კონგრესმენი ხოაკინ კასტრო და რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი არიან. კანონპროექტი სანქციების დაწესებას სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში მონაწილე ადამიანების, ასევე რუსეთის საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის 7 რუსული ბანკის წინააღმდეგ ითვალისწინებს.

კანონპროექტმა კანონის ძალა რომ მიიღოს, კონგრესის ორივე პალატაში უნდა დამტკიცდეს.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი შვილთან ერთად ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს.