აშშ ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს და სიეტლში საკონსულოს ხურავს
აშშ ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს და სიეტლში საკონსულოს ხურავს

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს და სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულოს ხურავს, – ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

„ეს არის სოლიდარობა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიმართ, რომელიც ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთს ღიად ადანაშაულებს“,- აცხადებენ თეთრ სახლში.

რუს დიპლომატებს აძევებს პოლონეთიც. 66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს. 66 წლის სერგეი სკრიპალმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი 2010 წელს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს მიიღო.