აშშ მზად არის, სკრიპალის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ გაცილებით მკაცრი სანქციები დააწესოს
აშშ მზად არის, სკრიპალის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ გაცილებით მკაცრი სანქციები დააწესოს

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, სკრიპალის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ გაცილებით მკაცრი სანქციები დააწესოს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მანიშა საინმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მხრიდან მსგავს ქმედებას ვერ მოითმენს.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და მისი აკრძალვის საკითხში, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების ვადა ახლოვდება. თვალყურს ვადევნებთ რუსეთის მოქმედებას. მივუთითეთ, რომ შეუძლიათ ახალ სანქციებს თავი აარიდონ. ეს იმ შემთვევაში მოხდება, თუ სპეციალურ ინსპექციას შესაბამის ობიექტებზე დაუშვებენ. თუ გარანტია გვექნება, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს არ გამოიყენებენ. ჯერ მათ ეს არ გაუკეთებიათ“,- განაცხადა ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის მთავარმა მრჩეველმა.

მანიშა საინმა აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვის უმოქმედობის შესაბამისად, ნოემბერში ახალი სანქციების ამოქმედებას ვაშინგტონი სრულიად ადეკვატურად მიიჩნევს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული აკრძალვები უკვე დააწესა.

ამასთან, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე არაერთხელ განაცხადეს.