არგენტინაში, რუსეთის საელჩოში 389 კილოგრამი კოკაინი იპოვეს
არგენტინაში, რუსეთის საელჩოში 389 კილოგრამი კოკაინი იპოვეს

არგენტინაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 6 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბუენოს აირესში, რუსეთის საელჩოში 389 კილოგრამ კოკაინს მიაგნეს. ამ საქმეს არგენტინისა და რუსეთის მხარეები ერთობლივად ერთი წლის განმავლობაში იძიებდნენ. ინფორმაციას არგენტინის მთავრობა ავრცელებს.

გამოძიება 2016 წელს დაიწყო, როცა არგენტინაში რუსეთის ელჩმა ქვეყნის ხელისუფლებას მოსალოდნელი ნარკოდანაშაულის შესახებ ინფორმაციით მიმართა. მაშინ, ელჩის თქმით, ნარკომოვაჭრეები ბუენოს აირესის საელჩოდან 16 შეკვრა კოკაინის დიპლომატიურ დელეგაციასთან ერთად გატანას გეგმავდნენ.

არგენტიუნულ-რუსული სამართალდამცავი ორგანოების უპრეცედენტო თანამშრომლობის შედეგად, მაშინ კოკაინი საელჩოში ფქვილით ჩაანაცვლეს.