არასაპარლამენტო ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების შედეგების სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავს
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავს.
საბჭოს წევრები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეხვედრას მართავენ. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, იურისტებს სარჩელი უკვე მზად აქვთ და ახლა ბოლო დეტალებს ეცნობიან.
სავარაუდოდ, ოპოზიცია ყველა საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას მოითხოვს. სწორედ ამ მოთხოვნით იყო შეტანილი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში.