ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს IRI-ის კვლევის შეფასებისას განუცხადა, აღნიშნულ კვლევებთან მიმართებით ყოველთვის იყო სპეკულაციები.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით. ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც საველე სამუშაოებს ასრულებს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წინა არჩევნების დროს სულ იყო სპეკულაციები ამ კვლევებიდან გამომდინარე, თუმცა არასდროს მართლდებოდა, რასაც ამბობდა ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში. ეს არის ჩვენი მონაცემი. დეტალებში აღარ შევალ. ყველაფერი გამოჩნდება 2 ოქტომბერს, როდესაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს 64-ვვე მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.