კახა კალაძე - როდესაც ვსაუბრობთ მასშტაბური, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე, საკრებულოს თანადგომა გადაწყვეტილების მიღებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება მნიშვნელოვანი
კახა კალაძე - როდესაც ვსაუბრობთ მასშტაბური, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე, საკრებულოს თანადგომა გადაწყვეტილების მიღებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება მნიშვნელოვანი

მინდა, თბილისელებს, ჩემს მხარდამჭერებს ვთხოვო, მაქსიმალური მხარდაჭერა იყოს ჩვენი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების მიმართ, რათა შევძლოთ საკრებულოში უმრავლესობით მოსვლა, რომ შემდგომში პრობლემები არ შეიქმნას მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განუცხადა.

„დღეს თბილისის მოსახლეობას წარვუდგინეთ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები. მინდა, წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. ძალიან ბევრჯერ მისაუბრია და ახლაც გავიმეორებ, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდის არსებობა დედაქალაქის საკრებულოში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბური, მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე, საკრებულოს თანადგომა, საკრებულოს მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღებაში ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მინდა, თბილისელებს, ჩემს მხარდამჭერებს ვთხოვო, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა იყოს ჩვენი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების მიმართ, რათა შევძლოთ საკრებულოში უმრავლესობით მოსვლა, რომ შემდგომში პრობლემები არ შეიქმნას მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს კანდიდატებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
დატოვე კომენტარი