საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების 2 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების 2 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაშია ნათქვამი.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2021 წლის 2 ოქტომბერს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის N02/08/01 განკარგულებაში.

განკარგულებას ასევე ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.