ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს შეუძლიათ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ მეტი სიცოცხლე შევიდეს თბილისის თითოეულ უბანში
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს შეუძლიათ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ მეტი სიცოცხლე შევიდეს თბილისის თითოეულ უბანში

დარწმუნებული ვართ, რომ ათივე კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკრებულოს წევრობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ათივე კანდიდატი ღირსეულია და მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ.

„დღეს არის მორიგი მნიშვნელოვანი დღე, რადგან კახი კალაძემ წარადგინა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ათივე რაიონისთვის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ათივე კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. თითოეული არის ძალიან ღირსეული კანდიდატი. უმეტესობა ემსახურებოდა თბილისს გასული წლების განმავლობაშიც, ზოგი გამგებლის, ზოგიც საკრებულოს წევრის პოზიციიდან. ყველას, ათივეს აქვს ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, მათ შორის, თბილისის სამსახურის კუთხით, აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ მეტი სიცოცხლე შევიდეს თბილისის თითოეულ უბანში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.