პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა
პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანახელმოწერის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების თანახელმოწერა პრემიერ-მინისტრმა უკვე განახორციელა.