არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლება აზერბაიჯანის მიერ ჯებრაილის აღებას ტყუილს უწოდებს
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლება აზერბაიჯანის მიერ ჯებრაილის აღებას აბსოლუტურ ტყუილს უწოდებს. მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ვაგრამ პოღოსიანის განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
„თავდაცვის არმია ყველა მიმართულებით აკონტროლებს სიტუაციას და მტრის ყველა შეტევით ოპერაციას შლის“, – აცხადებს პოღოსიანი.
მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ქვეყნის არმიამ ქალაქ ჯებრაილზე და რამდენიმე სოფელზე დაამყარა კონტროლი.