„არა მიშას, არა ნაცებს“ – ქუთაისში, თეატრის შენობის წინ ამ სლოგანით აქცია იმართება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ქუთაისის თეატრთან შეკრებილები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ მხარდაჭერას.
პარალელურად, თეატრის შენობაში საზოგადოებრივი მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მორიგ შეხვედრას მართავს.
მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ დღეს შეხვედრა სამტრედიაშიც გამართა, გუშინ კი მოქალაქეებს ბათუმში შეხვდა.
მათი ორგანიზებით პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის შენობასთან ჩატარდა. 11 ნოემბერს საზოგადოების წევრები მოსახლეობას თელავში შეხვდნენ.