ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს
ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რთულ სამუშაო პირობებზე საუბრობენ და ადმინისტრაციას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას სთხოვენ.

დასაქმებულების თქმით, საწარმოში არ არის ჩართული გამწოვი სისტემა და მათ არ ურიგებენ სპეცტანსაცმელს.

„12 საათს გვამუშავებენ ძალიან რთულ პირობებში. ვითხოვთ, გაგვაცნონ კონტრაქტი, რადგან არ ვიცით, რა წერია მასში“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, რამინ მარგველაშვილმა.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.

საწარმოს ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. საწარმოს მფლობელები ინდოელი ინვესტორები არიან.