შალვა ნათელაშვილი - ის კბილებიც კი პროპორციულად არის განლაგებული, რომლითაც ჩვენ ბიუჯეტს ჭამენ [ვიდეო]

პროპორციული არჩევნები არის გარანტია, რომ მშვიდობიანად გაეყაროს ქართველი ერი თავის მჩაგვრელს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხადა.

„მთელი სამყარო პროპორციულია, მეგობრებო. ნახეთ, ელიფსური გალაქტიკები როგორ ემთხვევა ერთმანეთს, დედამიწა როგორი პროპორციულია თავისი სიმრგვალით, როგორი პროპორციულია ადამიანის ორგანიზმი. ყველაფერში პროპორციაა, გული პროპორციულია, ის კბილებიც, რომლითაც ჩვენ ბიუჯეტს ჭამენ, ის კბილებიც კი, პროპორციულად არის განლაგებული. პროპორციის გარეშე ყველაფერი იმსხვრევა. ჩვენ პროპორციას ვაჩუქებთ ჩვენ ქვეყანას, განვითარებას, გამარჯვებას და ვფიცავთ ამას დავით აღმაშენებლის ნატერფალზე, ყველას გეხვევით და გკოცნით, თქვენ შემოგევლეთ“,- განაცხადა შალავა ნათელაშვილმა.