აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შეკვეთილში შიმშილობის აქცია შეწყდა
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შეკვეთილში შიმშილობის აქცია შეწყდა

შეკვეთილში შიმშილობის აქცია შეწყდა, თუმცა საპროტესტო აქციები გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

„ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, შიმშილობის აქცია შევწყვიტეთ. ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოგვიხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა აქციებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს მინდია ადაძემ.

ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შს მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადაგება.