ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 43 ადამიანი
ანკარაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 43 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია NTV გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სადგურთან ესტაკადას შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ვაგონი ამოტრიალდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მატარებელი ანკარა-კონიას რეისს ასრულებდა.