ანდრეი რუდენკო მოსკოვში შვეიცარიის ელჩს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ესაუბრა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო მოსკოვში შვეიცარიის ელჩს, ივ როსიეს შეხვდა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყება იტყობინება, შეხვედრის დროს განხილული იყო შვეიცარიის მიერ საქართველოსა და რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის აქტუალური საკითხები.
მხარეებმა ისაუბრეს რუსულ-ქართული ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობაზე, ასევე რეგიონულ პრობლემატიკაზე.