კახა კალაძე - ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მოლაპარაკებით ან სხვა ფორმით, რათა მოხდეს ამ ტერიტორიების დაბრუნება
კახა კალაძე - ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მოლაპარაკებით ან სხვა ფორმით, რათა მოხდეს ამ ტერიტორიების დაბრუნება

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მოლაპარაკებით ან სხვა ფორმით, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებისა და ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ურთიერთობების ნორმალიზება ყველასთან მნიშვნელოვანია, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როცა ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ეს არის სერიოზული პრობლემები ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. ვფიქრობ, თითოეული ადამიანი ამ ქვეყანაში ანალოგიურად აზროვნებს, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიებზე დგას სხვა ქვეყნის ჯარები, ოკუპირებულია, ეს არის მძიმე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ცხადია, ეს შეიძლება, იყოს მოლაპარაკებით ან სხვა ფორმით, რათა მოხდეს ამ ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.