ანდრეი რუდენკო - რუსეთმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები იმ „საზღვრებში“, რომლებზეც „რესპუბლიკების“ მმართველები ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ
ანდრეი რუდენკო - რუსეთმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები იმ „საზღვრებში“, რომლებზეც „რესპუბლიკების“ მმართველები ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ

რუსეთმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები იმ „საზღვრებში“, რომლებზეც „რესპუბლიკების“ მმართველები ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს იმ „საზღვრებში“, სადაც „მათ თავიანთი თავი გამოაცხადეს.“

კრემლის პრესსპიკერის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე რუსული ჯარის შეყვანის გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს. მანამდე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პლენარულ სხდომაზე განხილვამდე, დსთ-ის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა აღიარებულია დონეცკის და ლუგანსკის მთლიანი რეგიონების საზღვრებში.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.