ანდრეი რუდენკო - რუსეთი მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, თუ ამის მზადყოფნას კიევი გამოთქვამს
ანდრეი რუდენკო - რუსეთი მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, თუ ამის მზადყოფნას კიევი გამოთქვამს

რუსეთი მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, თუ ამის მზადყოფნას კიევი გამოთქვამს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„მოლაპარაკებების პროცესი ჩვენ არ შეგვიწყვეტია, ის ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა დააპაუზეს. როგორც კი ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, ჩვენ ბუნებრივია, დადებითად ვუპასუხებთ. მთავარია, რომ იყოს რამე განსახილველი“, – განაცხადა რუდენკომ.

ამასთან, რუდენკო რუსეთის მხრიდან უკრაინის პორტებისადმი წვდომის გახსნის ერთ-ერთ პირობად რუსული პროდუქციის ექსპორტისთვის სანქციების გაუქმებას ასახელებს.

„ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საკმაოდ კომპლექსურად და ყველა მხრიდან: თუ ჩვენს პარტნიორებს სურთ, მიაღწიონ გადაწყვეტილებას, საჭიროა, მათ შორის რუსულ ექსპორტზე დაწესებული სასანქციო შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა“, – განაცხადა რუდენკომ.