ლაშა დარსალია - ანდრეი რუდენკოს განცხადება არის მცდელობა დღის წესრიგის ხელოვნურად გადამისამართებისა ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ არის ჟენევის მოლაპარაკებებისთვის რელევანტური
ლაშა დარსალია - ანდრეი რუდენკოს განცხადება არის მცდელობა დღის წესრიგის ხელოვნურად გადამისამართებისა ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ არის ჟენევის მოლაპარაკებებისთვის რელევანტური

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადება, რომ ნატო-ს საქმიანობა ართულებს უსაფრთხოებას რეგიონში, არის ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის არარელევანტურ საკითხებზე გადამისამართების ცალსახა მცდელობა.

როგორც დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველო აღნიშნულს აღიქვამს, როგორც მუქარას.

„შეიძლება, ითქვას, რომ ეს არის ცალსახა მცდელობა მოლაპარაკებათა პროცესის დღის წესრიგის ხელოვნურად გადამისამართებისა ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ არის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესისთვის რელევანტური. ამას საქართველოს დელეგაცია აღიქვამს მხოლოდ როგორც მუქარას, როდესაც საუბარია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს საქართელოსთვის არის ის საკითხი, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ განხილვას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.