ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია. ექსკლუზიური კომენტარი პირველ არხთან (ვიდეო)
ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია. ექსკლუზიური კომენტარი პირველ არხთან (ვიდეო)

საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა, ანასტასია გოტფრიდმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქალთა 90 კგ წონით კატეგორიაში მან მთავარი ჯილდო ორჭიდის ოქროს მედალი დაისაკუთრა. ამავე სინჯის ჯილდო ერგო ატაცში, აკვრაში კი ვერცხლს დასჯერდა.

ატაცში მან ქართულ დელეგაციას პირველი ოქრო 120 კგ-ს აწევით მოუტანა. მეორე მოძრაობაზე – აკვრაში ანასტასიამ სამიდან სამივე ცდა გამოიყენა.

პირველ ცდაზე მან 135 კილოგრამით ორჭიდში ლიდერობა გაიმყარა. მეორეზე 140 კგ შეუკვეთა და ისევ წარმატებით დაძლია. მესამე ცდაზე გოტფრიდი 145 კგ-თან მივიდა და ისევ დააფიქსირა, რითაც ორჭიდში 265 კგ დააფიქსირა და მთავრი ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

რაც შეეხება აკვრას, აქ 21 წლის გოტფრიდი ვერცხლს დასჯერდა. ჩემპიონი კი 146 კილოგრამით ჩილელი ვალდესი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეს ანაჰაიმიდან საქართველოს ნაკრებისთვის მეორე მედალია. პირველი ბრინჯაო 62 კგ წონითი კატეგორიის ატაცში შოთა მიშველიძემ მოპოვა. ხვალ გამთენიისას კი ასპარეზობაში მოქმედი ჩემპიონი – ლაშა ტალახაძე, ტიტულის დაცვას შეეცდება.

ანასტასია გოტფრიდის საჩემპიონო გამოსვლა და ექსკლუზიური კომენტა…

ანასტასია გოტფრიდის საჩემპიონო გამოსვლა და ექსკლუზიური კომენტარი პირველ არხთან 🏋️‍♀️

Posted by პირველი არხი • სპორტი on 2017 წლის 5 დეკემბერი, სამშაბათი