ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აქვეყნებს სტატიას სათაურით, „რა რეალობაში გვიწევს არსებობა? წლის ბოლოს გააზრებული იდეები“
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აქვეყნებს სტატიას სათაურით, „რა რეალობაში გვიწევს არსებობა? წლის ბოლოს გააზრებული იდეები“

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი სტატიას აქვეყნებს სათაურით, „რა რეალობაში გვიწევს არსებობა? წლის ბოლოს გააზრებული იდეები“.

როგორც მის სტატიაშია აღნიშნული, ბევრი რამ ითქვა გლობალური არასტაბილურობისა და მოშლილი წყობის ამ ახლად წარმოქმნილი ტალღის შესახებ. ბევრი მიზეზი, ფაქტორი და ანალიზი სახელდება ჩვეულ და ყოველდღიურ საფუძველზე.

„ცხადია, სათანადო მოსაზრებები არსებობს იმის შესახებ, თუ რა მოხდა გლობალურ სტაბილურობასთან დაკავშირებით და როგორ უნდა ეშველოს მას ან მოგვარდეს ეს საკითხი. წინამდებარე სტატიის მიზნებისთვის თავს შევიკავებთ გამეორებებისგან და თქვენის ნებართვით მხოლოდ იმას ვიტყვით, რაც მიგვაჩნია გლობალური არასტაბილურობის ძირითად წანამძღვრად. იმასაც ვახსენებთ ძალზე მოკლედ თუ რა მიზეზები და მოსაზრებები გვიჩნდება ამ დღეების გადმოსახედიდან გლობალური არასტაბილურობს განმაპირობებელი ფაქტორებზე. ამგვარი სიღრმისეული მიზეზების მითითებისას, ჩვენი მიზანია, მათ შორის გარკვეული საერთო მნიშვნელისა და მსგავსების პოვნა. ვიტყვით, რომ ასეთი გამაერთიანებელი აღმნიშვნელი არის და მას „ერთობის რღვევა“ ეწოდება.

ჩვენი სამყარო არასოდეს ყოფილა საკმარისად ერთიანი, თუმცა ეს ცნება ფარდობითია. ცივი ომიც საერთაშორისო ურთიერთობების უნიკალური სტრუქტურის ჩამოყალიბებისას უზრუნველყოფდა და მისთვის დამახასიათებელ „ერთობას“ ატარებდა. ეს სტრუქტურა ძირითადად განპირობებული იყო ორი გლობალური ძალის უშუალო „ცხელი ფაზის“ კონფლიქტისგან დისტანციირებით, სახიფათო ზღვარის გადალახვისა და ე.წ. დელეგირებული კონფლიქტების სისტემაზე სათანადო კონტროლის სისტემის პირობით.

გლობალური ხედვაც საკმაოდ სწორხაზოვანი და პირდაპირი იყო, თუმცა, დროდადრო დასაშვებად მიიჩნევდა გარკვეული რთულ კომბინაციებსაც. თუმცა, ცივი ომის დასრულებისა და ძველი სტრუქტურის დემონტაჟის შედეგად, რეგიონალურ და საერთაშორისო ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაში უაღრესად რთული ე.წ. ახალი ნორმალური ვითარებისა გამომწვევი ფაქტორები იშვა. 2008 წლის ომი რუსეთსა და საქართველოს შორის ცივი ომის დროინდელი წესრიგის ნარჩენებთან გამომშვიდობება იყო, ხოლო ყირიმის ანექსიას საბოლოოდ გაქრა ძველი თამაშის წესები. დროის ძალიან მოკლე ისტორიულ პერიოდში, ახალი ე.წ. შემოქმედებითი რღვევის პროცესის მოწმენი გავხდით და იმავდროულად აღმოვჩდნით როგორც ახალი საფრთხეების, ისე ახალი შესაძლებლობების წინაშე.

ამავდროულად, ჯერაც უცნობია ახალ გარემოში ქცევის მოდიფიცირებული ის სტანდარტები, რამაც ახალი სამყაროს ჯანსაღი ერთობა უნდა წარმოშვას. მეტიც, გლობალურ მოთამაშეთა შორის ამ სტანდარტების დასამკვიდრებლად საკმარისი ძალისხმევა და მონდომება ჯერჯერობით არ შეინიშნება. ჩვენი აზრით, შემდეგი მნიშვნელოვანმა რღვევამ თავი იჩინა მსოფლიო სისტემის ჭარბ ფრაგმენტაციაში მრავალ ერთმანეთთან დაუკვშირებელ, არცთუ იშვითად კი, რეგიონულ ავტონომიურ ცენტრებთან.

ცხადია, ჯანსაღი რეგიონალიზაცია სულაც არ არის ცუდი. უფრო მეტიც, მას აშკარა უპირატესობები მოაქვს, როდესაც გარკვეული რეგიონალური წყობა კარგადაა გააზრებული. მაგრამ რთული რეგიონალიზაცია ნაჩქარევი და ირაციონალური გზით განხორციელდება, ამას მხოლოდ ასევე ირაციოანალური საფრთხეების მოტანა შეუძლია. ასე მაგალითად, მთიან ყარაბაღში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შესაბამის მხარეებსა და დაინტერესებულ წრეებს საკმაოდ რთული და მრავალშრიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რებუსი დაუტოვა, რამაც სამომავლოდ რეგიოანლური წესრიგი კიდევ უფრო შეიძლება გაართულოს. შემდეგი ორი ფაქტორი, რომელიც ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას და წესრიგს, არის სავაჭრო დავების გადაჭრის ეფექტიანი საშუალებების არქონა, ხოლო მათ სანაცვლოდ კი იძულების ინსტრუმენტების ფართო გამოყენება.

ახალი თაობის სავაჭრო ომები, სანქციები და ემბარგოს ნაირსახეობები ახლებური დიპლომატიის თანამედროვე ფორმად იქცა. ეს კი გლობალური ურთიერთობების მდგრადობის შემდგომ ფრაგმენტაციას და რღვევას იწვევს. დიპლომატიური დიალოგის – ან უფრო სწორედ, დიალოგის უქონლობის – ეს ამ ძალზე არამიმზიდველი ინსტრუმენტარიუმს ახლა უკვე გლობალური მასშტაბის მიწოდება-მომარაგების ჯაჭვის გადაწყობის მცდელობა დაემატა. ამან კი „შემოქმედებით რღვევის“ რისკები გაასმაგა. შედეგად ვიღებთ მსოფლიო ეკონომიკური სტრუქტურის ერთობის მორიგი ფრაგმენტაციის ფაზას, რაც საბოლოო ჯამში გლობალური უსაფრთხოების სისტემას ემუქრება. დაბოლოს, არანაკლებ მავნე ზემოქმედების მქონე ფაქტორია სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს შორის ბუნებრივი კავშირის მოშლა. სახელმწიფოს მხრიდან პროცესების წარმმართველი როლი მივიწყებას მიეცა; ამან კი დააკნინა ეროვნული ეკონომიკის განვითარება, შეასუსტა ესოდენ საჭირო სოციალური უსაფრთხოებისა და სოლიდარობის მექანიზმები.

თანამედროვე სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლების „გაპასიურებასთან“ ერთად კიდევ უფრო დაუცველი ხდება სამოქალაქო სტრუქტურები. სამაგიეროდ, ძალას იკრებს სხვადასხვა პოპულისტური, რადიკალური და ექსტრემისტული ძალები. საზოგადოების საკუთარი სახელმწიფოებრივი ინსტიტებისგან დაშორიშორებაში ასევე თანაბრად უნდა ვეძებოთ გლობალურ უსაფრთხოების მოშლის დამატებითი ფაქტორები. საქმე ხომ ისაა, რომ ნებისმიერი დიდი მასშტაბის ერთობის საფუძველს ისევდაისევ ჯანსაღი ეროვნული ელემენტები ქმნიან. ერთი სიტყვით, გლობალური არასტაბილურობისა აშლილობის თანდაყოლილი მიზეზების შეჯამება სწორედ „ერთობის რღვევის“ ძირში უნდა ვეძებოთ. ხოლო მრავალი სხვა მოვლენა, მაგ. კონფლიქტები, ტერორიზმი, არალეგალური მიგრაცია და ასე შემდეგ, იმ ძირეული ერთობის რღვევის ზედაპირული გამოვლინებაა. შესაძლებელია თუ არა ამ ვითარების გამოსწორება? საამისო საშუალება არაერთია და რჩევაც მრავალი არსებობს.

აქ ჩვენ მხოლოდ მხოლოდ რამდენიმეს აღვნიშნავთ. ასე მაგალითად, მივიწყებულლ საშუალებებს შოორისაა საერთაშორისო პოლიტიკის იმ არსებითი, მაგრამ კარგად დავიწყებული უნარ-ჩვევების რეალობაში მობრუნება, რაც ნებისმიერი ფორმაციის სამყაროს ასე სჭირდება. ესენია ცოდნა, კომპეტენცია, წესიერება, ღირებულებებისადმი ერთგულება და თავდადება. შემდეგ ამოცადან, ჯანსაღი და რაციონალური რეგიონალიზაციის კომპონენტს დავასახელებდით, რამაც გლობალური სისტემის სწორი მიმართულებით გადაწყობას უნდა შეწუყოს ხელი. ეს ამოცანა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე სამყარო იმდენად მრავალფეროვანია, რომ რეგიონული პოლიტიკის ქმნის ცენტრების არსებობა გარდაუვალია. ერთერთი ასეთი პოლუსი შავი ზღვის რეგიონია. დღესდღეობით, შავი ზღვის რეგიონალური თემები რეგულარულად გაირჩევა სხვადასხვა ფორუმებსა თუ შეკრებებზე. ვფიქრობთ, რომ ჩვენი რეგიონის შემდგომი დაწინაურების მოზნით ერთერთ მნიშვვნელოვან ინიციატივად შეიძლება იქცეს შავი ზღვის დეკლარაციის ჩარჩო დოკუმენტის ამოქმედება.

დეკლარაცია ხაზს გაუსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ასევე ხელშემწყობია რეგიონალური სიმშვიდისა და სტაბილურობისათვის. სხვა შესაძლო საკითხებთან ერთად, დეკლარაცია: 1) ხაზს გაუსვამს რეგიონალური უსაფრთხოებისათვის პარტნიორობას; 2) წარმოაჩენს რეგიონს მავლე გავლენებისა და „განსაკუთრებული ინტერესის ზონებებისგან“ თავისუფალ არეალად3) ხაზს გაუსვამს რეგიონალური ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის მიზნით სახსრების მობილიზაციის აუცილებლობას, ისევე როგორც რეგიონში სოციალური და ეკოლოგიურად მდგრადი პროექტების განხორციელების საჭიროებას; 4) ისაუბრებს გაყინულ ე.წ. ეთნიკურ , მაგრამ რეალურად გეოპოლიტიკურ კონფლიქტებზე, ასევე გამოხატავს მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; 5) უზრუნველყოფს პლატფორმას რეგიონალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხების, მაგალითად, ტერორიზმისა და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების განსახილველად; 6) დასახავს რეგიონალური მასშტაბის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებებისა და ბლოკებისაკენ მიმართულებებს. დისკუსია ახალი გლობალური და რეგიონალური წესრიგის ჩამოყალიბებაზე, როგორც ჩანს, დაუსრულებელი პროცესია. ამასტანავე, გადაუდებელ ამოცანად გვესახება ახალი გლობალური და რეგიონალური კონფიგურაციის მკაფიო კონტურების შემუშავება და გაწონასწორებული გადაწყვეტილებების ძებნა არსებული არასტაბილურობის კერების გასანეიტრალებლად. რამდენადაც კი ეს შესაძლებელია“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც „ჯორჯიან თუდეი“ აქვეყნებს.