ანრი ოხანაშვილი - ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია, აღარ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან
ანრი ოხანაშვილი - ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია, აღარ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან

ვიქტორ ყიფიანი, უკვე გარკვეული პერიოდია, აღარ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა.

„ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილი ვიქტორ ყიფიანთან და ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, აქამდე შესაბამის ტელევიზიებს სათანადოდ არ გაუაქტიურებიათ. კიდევ ერთხელ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.