ანა წითლიძე - 7 ნოემბერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი შეცდომა, რამაც 2012 წელს ძალაუფლება დააკარგვინა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, 7 ნოემბრის მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი შეცდომა იყო.
მისივე თქმით, ამან 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალაუფლება დააკარგვინა.
„7 ნოემბერს ვიყავი სტუდენტი და ვაპროტესტებდი ჩემს მეგობრებთან ერთად. მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან დიდი შეცდომა იყო, რამაც საბოლოოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს ძალაუფლება დააკარგვინა და ქართველმა ხალხმა არ მისცა ხმა. სხვათა შორის, მე და ჩემი მეგობრები, რომლის დიდი ნაწილიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშია“, 7 ნოემბერს ვაპროტესტებდით. ის ადამიანები, ვინც ახლა „ქართული ოცნების“ სიით არიან პარლამენტში, მაშინ ჩუმად იყვნენ. მეტიც, სტუდენტებს გვამუნათებდნენ, თურმე სწავლისთვის უნდა მიგვეხედა და მსგავს რაღაცებში მონაწილეობა არ მიგვეღო“, – განაცხადა ანი წითლიძემ.