პარლამენტში ანი წითლიძე გურამ მაჭარაშვილს დაუპირისპირდა [ვიდეო]

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე პარტია „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს დაუპირისპირდა.

ინციდენტი მოხდა პარლამენტის-ერთ-ერთ დერეფანში. გურამ მაჭარაშვილს მედიის წარმომადგენლები წერდნენ, რა დროსაც მასთან მიიჭრა ანი წითლიძე და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა.

დეპუტატებმა ერთმანეთს უწოდეს მონა, მოღალატე. ინციდენტში ჩაერთო თინა ბოკუჩავაც, რომელმაც გურამ მაჭარაშვილს მოღალატე უწოდა. ამ დროისთვის პარლამენტში ვითარება განმუხტულია.