ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიის ფოტო და ვიდეოგადაღება იკრძალება

16:46, 07.08.2018

ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიის ფოტო და ვიდეოგადაღება იკრძალება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია აღნიშნული.

„კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტო-ვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც/რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას (მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო ) ვერსია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტო-ვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამავე ორგანული კანონით“.- აღნიშნულია ცესკო-ს დადგენილებაში, რომელიც დღეს, 7 აგვისტოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ცვლილებები „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილებაში შეიტანა.

მსგავსი