ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიამ 36 საჩივრის განხილვა დაასრულა
ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიამ 36 საჩივრის განხილვა დაასრულა

ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიამ 36 საჩივრის განხილვა დაასრულა.

კომისიის თავმჯდომარის, ფიქრია ნიკოლეიშვილის განცხადებით, საჩივრების დიდი ნაწილი უსაფუძვლო იყო. მისი თქმით, 16-ე და 26-ე უბნებზე ზუსტი ბალანსია და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ არსებობს.

„ბევრი სარჩელი იყო უსაფუძვლო. ნაწილს გამოეცხადა შენიშვნა კანონის შესაბამისად. რაც შეეხება, 16-ე და 26-ე უბნებთან დაკავშირებით აღარ არსებობს კითხვის ნიშნები, ვინაიდან 16-ე საარჩევნო უბანზე გადაითვალა ხელმოწერები, ხოლო 26-ე საარჩევნო უბანზე კონკრეტული სუბიექტის ხმები. ორივე საარჩევნო უბანზე ზუსტი ბალანსია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, რომ ითვლება მხოლოდ სუბიექტის ხმები, რაც შეეხება 16-ე უბანს ითვლებოდა მხოლოდ ხელმოწერები“, – განაცხადა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კომისიის წარმომადგენელის თქმით, მათი მოთხოვნა იყო რომ მომხდარიყო ხმების გადათვლა, თუმცა თავმჯდომარემ ეს არ გაითვალისწინა და მოხდა მხოლოდ ხელმოწერების გადათვლა.

„დღის წესრიგში მითითებული იყო, რომ ბიულეტენების გადათვლა უნდა მომხდარიყო, თუმცა ყველამ ნახეთ, რომ მხოლოდ ხელმოწერები გადაითვალა. ჩვენ მოვითხოვეთ ხმების გადათვლა მომხდარიყო, რადგან „ევროპულ საქართველოს“ ოქმში იყო მითითებული 83 ხმა, წინასწარი კომუნიკაციით თავმჯდომარესთან განვაცხადე, რომ სიმართლის დადგენის მიზნით სხვა კონვერტები გახსნილიყო, რომ გვენახა, რომელმა პარტიამ რამდენი ხმა აიღო, თუმცა აღნიშნული საკითხი საერთოდ არ იყო განხილული. არაფერ შეკითხვას პასუხი არ გაეცა და თავმჯდომარე მოიქცა ისე, როგორც საჭირო იყო მმართველი მმართველი პარტიისთვის. ეჭვი არსებობს, რომ აღნიშნული ბიულეტენების პაკეტში არსებობს სხვა პარტიის მიერ მიღებული ხმები, რატომაც არ მოხდა გადათვლა. გვიჩნდება კითხვა, თუ ამ კონვერტში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმები იყო, რატომ არ მოხდა გადათვლა?“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, ნანა მინასიანმა.

ისნის საოლქო კომისიაში სხდომის პარალელურად, შენობასთან აქცია გაიმართა.