ისნის მე-5 საოლქო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ისნის მე-5 საოლქო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაურია. კომისიის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები და მხარდამჭერები რამდენიმე უბნის გადათვლას ითხოვენ. მათი თქმით, უბნების ნაწილზე იმაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩეველი იყო მისული.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა ყვირილითა და შეძახილებით გააცილეს აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომლის თქმითაც, დარღვევა არ ყოფილა და გადაწერისას ტექნიკური შეცდომა მოხდა.

ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია პოლიცია.