ამერიკელმა ფარმაცევტმა აღიარა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განზრახ დააზიანა
ამერიკელმა ფარმაცევტმა აღიარა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განზრახ დააზიანა

ამერიკელმა ფარმაცევტმა აღიარა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განზრახ დააზიანა, რადგან მიიჩნევდა, რომ ისინი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ინციდენტი დეკემბერში უისკონსინის შტატში მოხდა. 46 წლის სტივენ ბრანდენბურგს ბრალად ედებოდა კომპანია „მოდერნას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 570-ი დოზის შენახვის პირობების დარღვევა.

ფარმაცევტმა ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ ის არაერთი კონსპირაციული თეორიის ზეგავლენის ქვეშ მოექცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ფარმაცევტმა „მოდერნას“ ვაქცინები მაცივრიდან განზრახ ამოიღო. როგორც დადგინდა დაზიანებული ვაქცინით 57 პირი აცრეს.

„ბიბისის“ ცნობით, დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას და 250 000 დოლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.