საფრანგეთში ისეთი თერაპიული მკურნალობის კრიტიკა, რომელიც სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ ან რეკომენდებულად იქნება მიჩნეული, შესაძლოა, დასჯადი გახდეს
საფრანგეთში ისეთი თერაპიული მკურნალობის კრიტიკა, რომელიც სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ ან რეკომენდებულად იქნება მიჩნეული, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ჯარიმებს ან თავისუფლების აღკვეთას აწესებს მათთვის, ვინც mRNA LNP ვაქცინებს ან სახელმწიფოს მიერ რეკომენდებულ სხვა მკურნალობას გააკრიტიკებს.

კანონის მიხედვით, ისეთი თერაპიული მკურნალობის კრიტიკა, რომელიც სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ ან რეკომენდებულად იქნება მიჩნეული, შესაძლოა, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმით დაისაჯოს.

კანონის მიღებას პარლამენტში დებატები მოჰყვა.

კრიტიკოსებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის მოსაზრებით, კანონი ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და სოციალურ უწესრიგობას გამოიწვევს.