ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ იმ ადამიანებში, რომლებმაც ერთხელ უკვე გადაიტანეს კორონავირუსი, „ომიკრონით“ ინფიცირების რისკი ხუთჯერ არის გაზრდილი
ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ იმ ადამიანებში, რომლებმაც ერთხელ უკვე გადაიტანეს კორონავირუსი, „ომიკრონით“ ინფიცირების რისკი ხუთჯერ არის გაზრდილი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ იმ ადამიანებში, რომლებმაც ერთხელ უკვე გადაიტანეს კორონავირუსი, „ომიკრონით“ ინფიცირების რისკი 5-ჯერ არის გაზრდილი.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, მაღალი რისკის წინაშე არიან ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც.

„ძალიან დიდი მზაობა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება ქვეყანას, ერთი მხრივ, საწოლფონდის მობილიზების, მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერების კუთხით.  ამ ტალღის წინ, რომელზეც არის გარკვეული მოსაზრება, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაურჩება, ინფექციაგადატანილ ადამიანებში 5-ჯერ არის გაზრდილი რისკი, რომ კვლავ გახდნენ ავად. სამწუხაროდ, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც მაღალი რისკის წინაშე არიან. ყველაზე მეტად დაცული არიან ბუსტერული დოზის მქონე ადამიანები, მათი რიცხვი საქართველოში, სამწუხაროდ, 100 ათასს არ აღემატება. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, ვისთანაც გავიდა სამი და მეტი თვე ბოლო ვაქცინიდან, დაიმატეთ ვაქცინის დოზა. ვაქცინა არის ვადიანი, სრულფასოვანი და თქვენ პრაქტიკულად 80-პროცენტიანი გარანტია გაქვთ, რომ დაავადება მძიმედ არ განვითარდება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.